კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, სარწყავი და სადრენაჟე სისტემები ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალზანის ველზე კეთდება.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა 500-ს ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის მორწყვას შეძლებს. საქართველოს მელიორაცია, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას განაგრძობს. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.