მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და არ ხდება ინფორამაციის დამალვა. მისი თქმით, ეს პროცესი შემდგომშიც ასე გაგრძელდება და მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას:
"პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწმუნეთ, არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ სხვა გზა არაა, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით, ამის არანაირი პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასოდეს ქონია. სიმართლე არის ის რასაც საბჭოს წევრები ჰყვებიან ამ ტრიბუნიდან და რაც არ უნდა მწარე იყოს ამის თქმას არ მოვერიდებით," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.