საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ეპიდვითარებას მართავს, თუმცა გარკვეულ პროცედურებში ხარვეზების არსებობას აღიარებს. გიორგი გახარიამ კლინიკური მართვის ახალ სისტემაზეც ისაუბრა:
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროცესი ვმართოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, გარკვეულ პროცედურებში არსებობს.
კლინიკური მართვის ახალი სისტემა მიმდინარეობს, ეს ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი და უსიმპტომოები, იქ, სადაც ამის სოციალური შესაძლებლობა არსებობს, აუცილებლად უნდა გადიოდნენ მკურნალობას ბინაზე. იქ, სადაც არის იზოლირების და დაინფიცირების პრობლემა, ამისთვის გავაკეთეთ კოვიდსასტუმროები და გადაგვყავს იქ. სტაციონარში და საავადმყოფოებში უნდა მოხვდეს ის, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება. ესენი არიან მაღალი რისკის ქვეშ ადამიანები და ისინი ვისაც სწრაფად უმძიმდება ვირუსი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.