ზუგდიდში, სადაც თავდამსხმელი უკვე 7 საათია, მძევლებთან ერთად ბანკის შენობაში იმყოფება, დაახლოებით 20 წუთის წინ გასროლის ხმა გაისმა.
ადგილზე მობილიზებულ სპეცრაზმსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიეცათ მითითება, რომ ავტომობილზე დამონტაჟებული ფერადი ციმციმები გაეთიშათ. სავარაუდოდ, ეს პროცედურები სპეცოპერაციას უკავშირდება.
ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს ჯავშანტექნიკა, თუმცა ბრონირებულმა ტექნიკამ პერიმეტრი უკვე დატოვა.