19 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მთავრობამ გარე სივრცეებში პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გასცა

3 ქალაქში სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვს - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, მიღებულია მკაცრი რეკომენდაცია გარე სივრცეებში პირბადეების ტარების. განცხადება ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა.

"განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურის მხრიდან," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ მკაცრი რეკომენდაციის შესრულებაში პოლიციის და ჯარიმის ჩართვა არ გახდება საჭირო.

დღის ამბები