25 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
ეს ცვლადი კომპონენტია, შეიძლება ხვალიდან კვლავ ამოგვიღონ რისკქვეყნებიდან - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ცვლადი კომპონენტია და ვითარება, შესაძლოა, მალევე შეიცვალოს.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკის ზრდის გამო ე.წ. ლოქდაუნზე საუბრობს. 

"საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება თუ არა მოგზაურობა, ამას კვლავ ევროკავშირი გადაწყვეტს, თუმცა თუ ჩვენ დღევანდელ ჭრილში განვიხილავთ იმ მდგომარეობას, რაც დღეს ევროკავშირშია, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფო დღეს უკვე "ლოქდაუნზე" საუბრობს. აქედან გამომდინარე, მე ამ გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი. ეს არის ცვლადი კომპონენტი, შეიძლება ხვალიდან კვლავ ამოგვიღონ იმ რისკქვეყნებიდან, რომელშიც ჩვენ დღეს და გუშინ შეგვიტანეს,"-განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები