ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ნახევარი მილიონი PCR ტესტი და 200 000 ანტიგენისა და ანტისხეულების ტესტია მობილიზებული. მისივე თქმით, ტესტების დამატებითი შესყიდვები კვლავ მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ პრეპარატ "რემდისივირის" შესყიდვები დაწყებულია და უახლოეს მომავალში ქვეყანა მას კვლევებში ჩართვას.
"ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ "რემდისივირი" კვლევის ფარგლებში გამოვიყენოთ. დაწყებულია შესყიდვის პროცედურები და იმ ვადაში, რაც საჭიროა შესყიდვებისა და პროცედურებისთვის, მივიღებთ "რემდისივირს", როგორც კვლევაში ჩასართავ პრეპარატს,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.