30 ნოემბერი 2020,   03:21
ვრცლად
გადავედით წითელ ზონაში, ნუ მივეცემით ნურც პანიკას და ნურც დამშვიდებას - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ინფიცირების ბოლო ორი კვირის მონაცემებით უკვე წითელ ზონაშია. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

"თუ საერთოდ გადავთვლით, მთლიანად ეპიდემიის პერიოდში, 26 თებერვლიდან მოყოლებული სექტემბრამდე მილიონ მოსახლეზე მაჩვენებელი კარგი გვაქვს და ერთ-ერთი საუკეთესო ჯერჯერობით. მაგრამ რაც ითვლება ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, გვაქვს უკვე 26, ანუ ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით გადავედით ნარინჯისფრიდან წითელ ზონაში. ამას გიდასტურებთ. მაგრამ მეორე კუმულატიური  მაჩვენებელი რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის იქაც ავცილდით 300-ს , მაგრამ გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში. ნუ მივეცემით ნურც პანიკას და ნურც დამშვიდებას, შემთხვევების ზრდა იქნება და გაგრძელდება, პიკში შევალთ ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები