"ევროპული საქართველო" მთავრობის მიერ ეპიდემიის მართვის სტრატეგიას აკრიტიკებს და ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს.
პარტიის შეფასებით, მნიშვნელოვანია კოვიდინფიცირებულთა საწოლებისა და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგება.
პარტიის წევრის, ვახტანგ კალოიანის თქმით, ჰიბრიდული ჰოსპიტალების არსებობა შეცდომაა და ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს.
"112-ის მართვა უნდა განხორციელდეს ერთი ზარის პრინციპით, სადაც მოქალაქე დარეკვის შემდეგ მიიღებს სრულ ინფორმაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საკარანტინო სივრცეები გამოიყენოს მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ასაკოვანი პაციენტებისთვის, მაღალი რისკის პაციენტებისთვის და მათთვის მხოლოდ. აუცილებელია, იმ ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც დაუდგათ მათ პანდემიის გამო,"-განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.