09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
პროკურატურას ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 5 დღიანი ვადა აქვს

მოსამართლემ ბრალდებულების ადვოკატების პოზიცია გაიზიარა და პროკურატურის მტკიცებულება, რომელიც ფინანსურ, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას ეხებოდა საქმეში დაუშვებლად ცნო.

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მტკიცებულებები არარეალურ ფაქტებზე იყო დაფუძნებული. პროცესზე მოსამართლემ, მათი მასალების ნაწილიც დაუშვებლად ცნო, თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს.

მთავარი მტკიცებულების საქმეში დაშვებაზე უარის თქმის მიუხედავად, პროკურატურა აცხადებს, რომ საკმარისი დოკუმენტები აქვს ბრალდებულების წინააღმდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება პროკურატურას 5 დღის ვადაში შეუძლია.

ავტოერბი: სალომე ბოკუჩავა, დათო ცინცაძე.

დღის ამბები