04 მაისი 2024,   21:29
ვრცლად
ბელარუსი საყოველთაო გაფიცვის ზღვარზე - ციხანოვსკაიამ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა

ბელარუსის დედაქალაქის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. 

პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარმა მოწინააღმდეგემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ გუშინ განაცხადა, რომ თუ ლუკაშენკო არ გადადგება და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით გაფიცვები დაიწყება. ციხანოვსკაია თავს ლიეტუვას აფარებს, ბელარუსის დატოვება მას უსაფრთხოების გამო მოუხდა. 

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა აქცია დაშალეს, ოპოზიციის ლიდერმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა - მან მინსკში ხმოვანი ყუმბარების გამოყენება დაგმო და განაცხადა, რომ გაფიცვა ორშაბათიდან, ანუ დღეიდან დაიწყება. 

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულია 200 ადამიანი. აქციის დაწყებამდე ბელარუსის დედაქალაქში შეიზღუდა ინტერნეტზე წვდომა და დაიხურა 12 მეტროსადგური.

უკვე მე-11 კვირაა, ოპოზიცია ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.

დღის ამბები