COVID-19-ის შემთხვევები მსოფლიოში 44 მილიონს აღწევს. განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება ესპანეთში, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ღამის ე.წ. "კომენდანტის საათი" დაწესდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გეგმავს,რომ დაწესებული შეზღუდვები 6 თვეს გაგრძელდეს.
კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა საფრანგეთში. გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19 დაუდასტურდა 52 000-ს ადამიანს. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში COVID-19-ს 116 ადამიანი ემსხვერპლა.
მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა იტალიაშიც, სადაც ინფექცია ისევ 21 300-ს ადამიანს დაუდასტურდა, 128 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვაქცინაზე მუშაობას აგრძელებს ისრაელი, სადაც ასევე მძიმე კოვიდვითარებაა, ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველ ნოემბერს დაიწყება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18-დან 55 წლამდე 80 მოხალისე სამი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნება იმის გასარკვევად, გამომუშავდება თუ არა ანტისხეული ვირუსის მიმართ.