06 სექტემბერი 2026,   14:53
ვრცლად
ხანძარი ზუგდიდში - ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინას მოედო რომელშიც 2 ადამიანი იმყოფებოდა 

ზუგდიდში გვიან ღამით ხანძარი იყო. ონარიას დასახლებაში, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინას მოედო. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მეზობლებმა მათი გამოყვანა შეძლეს. ერთს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ელექტროგაყვანილობაა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. 

დღის ამბები