19 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვლილები 75 და 83 წლის პირები იყვნენ.

75 წლის ქალი "თერჯოლამედში" წალენჯიხიდან გადაიყვანეს, ის შეყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, 83 წლის ქალი კლინიკაში ბათუმიდან ორი კვირის წინ გადაიყვანეს, პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

დღის ამბები