19 აპრილი 2024,   21:54
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილი 15 პაციენტიდან 7 აჭარაში გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში ​კორონავირუსით გარდაცვლილი 15 პაციენტიდან 7 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

COVID დიაგნოზით აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ასაკი 59, 72, 81 და 83 იყო. პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

2 ინფიცირებული გარდაიცვალა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, ისინი 57 და 72 წლის მამაკაცები იყვნენ.

კორონავირუსით აჭარაში გარდაცვლილთა შორის ერთი პაციენტი, 90 წლის მამაკაცი, COVID-19-ით ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

გარდაცვლილთაგან შვიდივეს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

დღის ამბები