19 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
მესტიის შესასვლელი ორი საათია გადაკეტილია

მესტიის შესასვლელი ადგილობრივებს, თითქმის, ორი საათია გადაკეტილი აქვთ. ადგილზე შეკრებილები "ქართული ოცნების" წევრის თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით დაკავებული ოთხი მესტიელის, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

მესტიელები ამბობენ, რომ ოთხივე მათგანის ბრალი აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქ ფორმასაც ითვალისწინებდა.

ამასთან, დაკავებულების ოჯახების წევრები დასძენენ, რომ ბრალდებილები აქტივისტები არიან, ისინი ჰესების მშენებლობასა და ოქროს მოპოვებას ეწინააღმდგებოდნენ და შესაძლოა, წინასწარი პატიმრობის შეფარდების მიზეზი ესეც იყოს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადგილობრივები ამბობენ, რომ აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

დღის ამბები