04 მაისი 2024,   06:43
ვრცლად
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, გვიან ღამით ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს.

შედეგად ჩამსხვრეულია შენობის კედლები და მინები. შენობაში დამონტაჟებული იყო ბანკომატი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები იმის დასადგენად, არის თუ არა წაღებული თანხა აღნიშნული ბანკომატიდან. როგორც ადგილობრივები ფიქრობენ, ფაქტი სწორედ ძარცვის მიზნით მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები