23 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
გორში მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლი 6-მდე გაიზარდა. კლინიკაში რჩება კიდევ 10 დაშავებული.

გორში გვიან ღამით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. მიკროავტობუსი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. გორში თბილისიდან ჩავიდნენ პარტიის ლიდერები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები