სამეგრელოში კორონავირუსი 60 პირს გამოუვლინდა, მათგან 26 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. 12 შემთხვევა - ფოთში, 6 - სენაკში, ასევე 6 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში. 5 შემთხვევა გამოვლინდა ხობში, 4 - წალენჯიხაში, 1 - ჩხოროწყუში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 130 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
62 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 151 ადამიანი იმყოფება. გარდაიცვალა 1 პიროვნება. ის ზუგდიდის მცხოვრებია, 64 წლის ქალს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა.