ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბთან გრიგოლ ვაშაძის ბანერები დააზიანეს. უცნობმა პირებმა წითელი საღებავით წარწერები დატოვეს. ორგანიზაციაში მომხდარს "ქართულ ოცნებას" უკავშირებენ.
"ამათ ჰგონიათ, რომ ვინმეს შეაშინებენ, მე მინდა ვუთხრა, რომ ხვალ ძალიან მძიმე პასუხი იქნება ქუთაისისგან და მინდა კანდიდატებს მოვუწოდო ლამაზ თეთრ პერანგებში რომ არიან გამოწყობილები და ქუთაისელობაზე რომ დებენ თავს, გამოვიდნენ და ეს უმსგავსობა დაგმონ. ეს სირცხვილია,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია.