ბოლნისში რამდენიმე აქტივისტმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა.
აქტივისტები, რომლებიც სოფელ ტალავერის მცხოვრებლები არიან, მთავარ არგუმენტად ოპოზიციური პარტიის ძალადობრივ გეგმებს ასახელებენ.
მათ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ აქვთ ინფორმაცია უბნებზე შეჭრის, კენჭისყრის ჩაშლის და სხვა რადიკალური გეგმების შესახებ.
ფაქტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის შტაბში სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული აქტივისტები პარტიის რიგებში არც ყოფილან და მმართველი პარტია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.