06 სექტემბერი 2026,   15:27
ვრცლად
"სამოქალაქო პლატფორმის" განცხადებით, ფოთში "ქართული ოცნება" ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენს

ფოთის საარჩევნო უბნებთან მიკროავტობუსებია მობილიზებული, რომლებშიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმყოფებიან და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებენ.

აღნიშნულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო პლატფორმის" წევრები აკეთებენ.

მათივე თქმით, მე-19 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით "ქართული ოცნების" ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იმყოფება და აგიტაციას ეწევა, რაც კანონდარღვევაა.

"სამოქალაქო პლატფორმამ" მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერა.

დღის ამბები