12 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ხმა 19 945-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 16%-ზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა.
მისივე ინფორმაციით, სულ საოლქოში სამი საჩივარია შემოსული, მათ შორის, 89-ე უბანზე დაფიქსირებულ დარღვევაზე, რის გამოც 39 მოქალაქეს პროპორციული სიით ხმის მიცემის უფლება არ მიეცა. მირანდა მესხის განმარტებით, საკითხს განიხილავენ და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.