ფოთში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი დავით სარსანია არჩევნების უხეშ დარღვევებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ადგილი აქვს ამომრჩევლების მოსყიდვას, რასაც მმართველი პარტიის კანდიდატის ოჯახის წევრები და მისი მხარდამჭერები ახორციელებენ.
ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური "მოძრაობის წევრები ბიულეტენის მოპარვის ფაქტზეც საუბრობენ. დარეჯან ცხვიტარიას თქმით, მე-17 საუბნო საარჩევნო უბანზე "ძველი ბიჭები" არიან მობილიზებული და ადგილი ჰქონდა ბიულეტენის გატაცებას. ასევე საარჩევნო პროცესს ძალოვნები აკონტროლებენ.