გლდანში 79-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 5 პირი დააკავეს, ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი დარღვევის ფაქტზე სამართალდამცავ უწყებებს მკაცრი რეაგირება ექნებათ.
"როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან საარჩევნო უბნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის, პირველადი ინფორმაციით, ფაქტზე შსს-ს წარმომადგენლებმა დავაკავეთ ხუთი პიროვნება. ეს პირები არიან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის“ - განაცხადა სირაძემ.