17 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
კახეთში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა დამკვირვებლები რამდენიმე დარღვევაზე საუბრობენ

კახეთში არჩევნები რაიმე ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, მოქალაქეები საკმაოდ აქტიურები იყვნენ. კახეთში სულ 2 საარჩევნო ოლქია.

მე-9 ოლქში, რომელიც გურჯაანსა, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღს აერთიანებს 88 493 ადამიანი მივიდა. მე-10 ოლქში კი, რომელიც თელავს, ახმეტას, ყვარელსა და ლაგოდეხს აერთიანებს მივიდა 91 376 ადამიანი.

დღის განმავლობაში კახეთში რაიმე ძალადობრივი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, თუმცა აქ დამკვირვებლები საუბრობდნენ, რომ მაგალითად რამდენიმე საარჩევნო უბანზე მოქალაქეები როდესაც ტოვებდნენ კაბინას, მათ კაბინიდან ისე გამოჰქონდათ საკუთარი ბიულეტენი, რომ ჩანდა მათ მხარი ვის დაუჭირეს, რასაც რამდენიმე დამკვირვებლის განცხადებით, ისინი "ქართული ოცნების" წარმომადგენელის დასანახად აკეთებდნენ. აღნიშნულს რამდენიმე უბანზე პროტესტი მოჰყვა, რის შემდგომაც რამდენიმე საჩივარი დაიწერა.

კიდევ ინციდენტი მოხდა უბანზე, რომელიც მდებარეობს სოფელ კარდენახში. ეს არის 30-ე უბანი, სადაც ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აღმოაჩინეს, რომ მოქალაქეთა ნაწილმა მიიღო ბიულეტენი, სადაც პარტიების ნუმერაცია 4 ნომრიდან იწყებოდა. როგორც გაირკვა პირი, რომელიც გასცემდა ბიულეტენებს ფურცელს არასწორად ხევდა და შესაბამისად რამდენიმე დამკვირვებლის მხრიდან ამასაც პროტესტი მოჰყვა.

დღის ამბები