06 სექტემბერი 2026,   15:26
ვრცლად
აქცია ცესკოსთან - შენობასთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მას შემდეგ, რაც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა, ოპოზიციური სპექტრი თანხმდება, რომ საარჩევნო შედეგები გაყალბებული არის. ნაწილი მათგანი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ თავიდან მოხდეს ხმების დათვლა და განხილულ იქნას ოქმები, ნაწილი კი საარჩევნო პროცესის ხელახლა ჩატარებას მოითხოვს.

ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებას გეგმავენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლეიბორისტული" პარტიის წარმომადგენლები.

ცესკოს შენობასთან დაახლოებით 500 სამართალდამცავია მობილიზებული. ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. ცესკოს შენობასთან როგორც კრიმინალური, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან.

აქციის მიმდინარეობისას ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.

 

 

დღის ამბები