09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა დაკარგა

თურქეთში, მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 13 წლის მანძილზე პირველად საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა დაკარგა. ხმათა 97%-ის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას მხარი ამომრჩეველთა 41%-მა დაუჭირა, რაც საკმარისი არ არის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომელიც ერდოღანს პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების გაზრდისთვის სჭირდება.

ხმათა ეს რაოდენობა სავარაუდოდ, აუცილებელს გახდის კოალიციური მმართველობის შემოღებას. ისტორიაში პირველად პროქურთულმა პარტიამ გადალახა 10%-იანი ბარიერი და 12%-ით პარლამენტში მოხვდა. სახალხო-დემოკრატიულ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ ერდოღანის პარტიასთან.

დღის ამბები