არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ მონიტორინგის შედეგად პროცედურული ხარვეზები გამოვლინდა, თუმცა მისი თქმით, არჩევნებმა მაინც მშვიდ გარემოში ჩაიარა.
"ჩვენ ვახორციელებდით მონიტორინგს. მთლიანობაში, ჩვენმა დამკვირვებლებმა პროცესი დადებითად შეაფასეს, თუმცა იყო დარღვევებიც.
პირველ რიგში, ყუთის გახსნამდე, ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და ბიულეტინებს შორის იყო სხვაობა. დათვლის პროცესში უბანში მყოფი პირების დასწრება რეგისტრაციის გავლის გარეშე ხდებოდა.
ასევე, ჩვენს დამკვირვებლებს უშლიდნენ ხელს, მათ საქმიანობაში ერეოდნენ. შეიმჩნეოდა ბათილობის რამდენიმე ფაქტი.
ასევე, შემაჯამებელი ოქმების გაცემის დროს შეინიშნებოდა რიგი შეფერხებები. იმედს ვიტოვებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მალევე გაასაჯაროებს ყველა ოქმს, რომ მონიტორინგი გავაგრძელოთ,"- განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.