23 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე დაჭრეს, რომელიც კახა ოქრიაშვილის ნათესავი იყო

დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. როგორც ირკვევა, გასროლა კახა ოქრიაშვილის ნათესავის მისამართით იყო. 

"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გუშინდელი არჩევნების გაგრძელებაა. თვენახევარია ცემა-ტყეპაში ვართ. იძულებული ვიყავი ამ პერიოდში დაცვით მევლო. არასოდეს იარაღით არ მივლია, მაგრამ, ახლა მაიძულეს ასე მევლო. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ხმები დავიცავით და 75% მივიღეთ. ორი ტყვია აქვს ფეხში მოხვედრილი ცეცხლსასროლი იარაღით," - განაცხადა ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" კახა ოქრიაშვილმა. 

დღის ამბები