ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები განახლდა. 18:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 3803 უბანი, რაც 98.86%-ს შეადგენს.
განახლებული მონაცემებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.1%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 27.12%
"ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3.77%
"ლელო - მამუკა ხაზარაძე" - 3.16 %
"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.18%
საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.14%
"გირჩი" - 2.9%
"ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" -1.34%
"შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" -1%