19 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ექიმების შეფასებით, დმანისში დაჭრილი საკრებულოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ ოქრიაშვილს, რომელიც კახა ოქრიაშვილის ნათესავია, იარაღიდან ესროლეს. მერაბ ოქრიაშვილი ფეხის არეშია დაჭრილი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ექიმები დაჭრილის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

"დმანისიდან არის გადმოყვანილი პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ქვედა კიდურის ცეცხლნასროლი ჭრილობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ოპერაციული მკურნალობა. მისი მდგომარეობა არის სტაბილური და სიმძიმეს განსაზღვრავს ქვედა კიდურის ტრავმული დაზიანება," - განაცხადა ექიმმა.

კახა ოქრიაშვილი ამ თავდასხმას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

დღის ამბები