საქართველოს პრეზიდენტი 31 ოქტომბრის არჩევნებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველომ ღირსეული არჩევნების ჩატარება შეძლო მშვიდ გარემოში.
"ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე.
თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა! პრეზიდენტი მადლობას უხდის ასევე პოლიციას, ცესკოს, სადამკვირვებლო მისიებს,
31 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნებით ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში სრულდება!," - აღნიშნავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.