07 სექტემბერი 2026,   12:06
ვრცლად
ენმ-ს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ამბობს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა პარტიის გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც ჯალაღონიამ ჟურნალისტებს უთხრა, ის ვერ ხედავს მეორე ტურში მონაწილეობის მიღების არსს, რადგან მისივე თქმით, ეს ნიშნავს პირველი ტურის ლეგიტიმაციასა და არჩევნების შედეგების აღიარებას.

მალხაზ ჯალაღონია აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, პარტიის პოზიციაც ასეთი იქნება. ბოლო მონაცემებით, მალხაზ ჯალაღონიას კონკურენტი მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ინდა იყოს.

დღის ამბები