19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
პრემიერ მინისტრის დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრემიერ-მინისტრის დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ინფიცირებულია უკვე გიორგი გახარიას სულ დაცვის სამი წევრი, რის გამოც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია.

მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის თანამშრომელს, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირების დროს კორონავირუსი დაუდგინდა. 

დღის ამბები