სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშიდან 114-ზე დადებითი პასუხია.
აქედან 89 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 16 შემთხვევა - მესტიაში, 3 - ჩხოროწყუში, 2 - წალენჯიხაში, ასევე 2 შემთხვევა - სენაკში, თითო შემთხვევა ფოთსა და ხობში. მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 123 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 პირი.