მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედროებმა მოწინააღმდეგის რამდენიმე კოლონა აღმოაჩინეს და გაანადგურეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ოფიციალურ ბაქოში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ 30 ჯარისკაცი დაკარგა.