"ლელო" რამდენიმე საათში მიიღებს გადაწყვეტილებას, შევლენ თუ არა პარლამენტში. მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ არჩევნები არ ჩატარებულა დემოკრატიულ რეჟიმში.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ყველა სახის დარღვევაზე პარტია აგროვებს ინფორმაციას, რომელსაც აწვდის სტრატეგიულ პარტნიორებს და ეუთოს.
"არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და ეს განვახორციელოთ პარლამენტის გზით. მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არ არის არჩევნები და არანაირად არ შეიძლება აღიარებული იყოს, როგორც დემოკრატიული ნების გამოხატვა.
უნდა შევთანხმდეთ, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და პარლამენტი უნდა ასახავდეს მოსახლეობის აზრს.
ვაგროვებთ დარღვევებზე ინფორმაციას და ამას ვაწვდით ეუთოს და სტრატეგიულ პარტნიორებს,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.