19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
თუ არავინ შევა პარლამენტში, მივიღებთ ბრეჟნევის ხანას - თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, რადგან საჭიროა კრიტიკული, განსხვავებული აზრი და სწორად დასმული შეკითხვები საზოგადოებამ მოისმინოს.

"არჩევნები მოგვპარეს?!-მოგვპარეს! 2008 წელსაც მოგვპარეს არჩევნები, მაგრამ შედეგი რაც უნდა დადგეს ესაა მთავარი. პარლამენტი შეიკრიბება და შემდეგი 4 წელი ადამიანებს ის ხალხი, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ საზოგადოებას ართმევენ უფლებას მოისმინონ განსხვავებული კრიტიკული აზრი. ეს არ არის სწორი და რაციონალური, ამ პარლამენტში, რომ არ ყოფილიყო ხოშტარია, გავრილოვის იმ ტრიბუნიდან გამოგდება არ მოხდებოდა.

მე მინდა ელენე ხოშტარია, შემდეგ პარლამენტშიც, რომ თუ გაბედა კობახიძემ და ჩამოიყვანა გავრილოვი ისევ გააგდოს. პარლამენტში დიდი სატრანსფერო პოლიტიკა შედგება შემდეგი სესიისთვის, მაგრამ თუ არავინ შევა პარლამენტში, გასაგებია, რომ მივიღებთ ბრეჟნევის ხანას,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დღის ამბები