პოლიტოლოგი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ თუ ოპოზიცია ერთიან ბოიკოტს შეინარჩუნებს, ეს "ქართული ოცნებისთვის" ჩამომშლელი და დამანგრეველი ფაქტორი იქნება.
"თუ ოპოზიციამ მოახერხა შენარჩუნება ბოიკოტის საკითხის და ერთი-ორი პარტია მაინც არ შესხდა პარლამენტში, ეს იქნება უზარმაზარი ფსიქოლოგიური წნეხი ხელისუფლებაზე და ეს ჩამოანგრევს "ქართული ოცნების" იმიჯს.
როგორ წარმოგიდგენიათ 90 კაცი პარლამენტში და არცერთი ოპოზიციური პარტიიდან. ეს ჩამოანგრევს "ოცნებას", რადგან ეს ისეთი ფსიქოლოგიური წნეხია, ამის გაძლება რთული იქნება და დაიწყება შიდა წინააღმდეგობის პროცესები.
პირობითად მივიღებთ ორ პარლამენტს. ერთი, სადაც იქნება "ქართული ოცნება" და მეორე, სადაც იქნება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თავისი ფართო შლეიფით,"- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.