მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"დამიდასტურდა Covid -19 კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას", - წერს მეზვრიშვილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში დღეს გადავიდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსი დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დაუდგინდა.
თვითიზოლაციაშია ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.