ეპიდემიოლოგები რისკჯგუფებში შემავალ პირებს მოუწოდებენ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა 20 ნოემბრამდე გაიკეთონ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმ პოლიკლინიკებში სადაც აცრის კაბინეტები მუშაობს რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია უკვე ხელმისაწვდომია.
NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გრიპის სეზონი ძირითადად ნოემბრის მეორე ნახევრიდან დგება და მნიშვნელოვანია, ამ პერიოდისთვის მოსახლეობა გრიპის გამწვავებისგან დაცული იყოს. გამყრელიძე განსაკუთებით აქტიურობისკენ ორსულებს მოუწოდებს.
ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში მაღალი რისკჯგუფებიდან აცრილია მხოლოდ 14 ათასი ადამიანი, რაც ძალიან ცოტაა.