19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი  შეშფოთებას გამოთქვამს  

საბრძოლო ოპერაციები აღდერეს, ხოჯავენდის და გუბადლის მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის პროვოკაციის შედეგად, დაღუპულია 91 და დაშავებულია 405 მშვიდობიანი მოქალაქე. სომხეთი კი აზერბიაჯანს ქალაქ შუშის წინააღმდეგ კასეტურ ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი. ის მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს და აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ზონაში შესაძლო სამხედრო დანაშაულებები იქნა ჩადენილი. 

დღის ამბები