გიორგი რურუა გუშინ ციხეში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამის შესახებ რურუა სოციალურ ქსელში წერს. აქვე, გიორგი რურუა ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებს.
"სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას. გუშინდელ ინციდენტზე მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქ ივანიშვილს. მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.
თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება.
მადლობა მეგობრებო თანადგომისათვის.
ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა
3ნოემბერი 2020 წელი," - ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი რურუას გუშინ პენიტენციურ დაწესებულებაში თავს რამდენიმე პატიმარი დაესხა.