პანდემიის გამო, თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში პრობლემები აქვს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე საუბრობს. მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია.
"ხარჯვითი ნაწილი ეფექტურად მიმდინარეობს. მივყვებით იმ გეგმას, რომელიც დამტკიცებულია, მაგრამ საშემოსავლო ნაწილში გვაქვს პრობლემები, პანდემიის გამო, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თქვენი დავალებით, პრივატიზაციის მიმართულებას საკმაოდ ეფექტურად ვამუშავებთ, გეგმას ვასრულებთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ მოგვიწევს საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა საპრივატიზაციო ქონება მოიძიონ.