სამეგრელოსა და ზემო სვანეთში კორონავირუსი 97 პირს დაუდასტურდა. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 522 ნიმუშებიდან 97-ზე დადებითი პასუხი მივიდა.
სამხარეო ადმინისტრაციით ინფორმაციით, 56 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 13 შემთხვევა - მესტიაში, 9 - სენაკში, 6 - წალენჯიხაში, 5 შემთხვევა - ჩხოროწყუში, 4 შემთხვევა - აბაშაში, 3 - ხობში და 1 ინფიცირებული არის უცხო ქვეყნის მოქალაქე.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 137 კოვიდპაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 67 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 108 ადამიანი.
კორონავირუსით გარდაიცვალა მარტვილის მცხოვრები 82 წლის ქალი. კოვიდდადასტურებული მოქალაქე მკურნალობის კურსს გადიოდა ქუთაისის კლინიკაში, პაციენტს ჰქონდა სხვა დაავდებებიც.