06 სექტემბერი 2026,   05:43
ვრცლად
ბათუმში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ბათუმში არჩევნების შედეგებს მსვლელობით აპროტესტებენ. დღესვე 17:00 საათზე აქცია იგეგმება.

მანამდე კი ხმაური იყო უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან. არგუმენტით, რომ უსკომ შედეგები გააყალბა, შენობასთან შეკრებილებმა, უმაღლესი საარჩევნო კომისია დააბოქლომეს

"ჩვენი აქცია-პერფომანსი ემსახურება იმას, რომ როგორც ჩვენი, ახალგაზრდების მომავალი დააბოქლომეს, ისე დავაბოქლომეთ უსკო. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს, "რუსული ოცნება" უნდა წავიდეს ამ ქევყნიდან,"- აცხადებს აქციის მონაწილე ბექა მექვაბიშვილი.

"ჩვენ გამოვედით ქუჩაში, უკან დახევას არ ვაპირებთ და ვაიძულებთ "ქართულ ოცნებას", რომ ჩვენი მოპარული ხმები ხალხს დაუბრუნდეს,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი გიორგი ცინცქილაძე.

დღის ამბები