სოფელ ახლოლალოში მოკლული დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს. მათ სასიკვდილო ჭრილობები თავში, სანადირო თოფიდან მიაყენეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულებმა, რომლებიც მოკლულების ნათესავები არიან, დედა-შვილს ჩასაფრება მოუწყვეს.
მარნეულში ყვებიან, რომ ოჯახებს შორის კონფლიქტი დაიწყო წარსულში და არსებობდა მუქარაც, რა მიზეზითაც გარდაცვლილი ახალგაზრდა უკვე ერთი თვეა სახლში არ ყოფილა. გუშინ დაბრუნებულს კი მეზობლებმა ესროლა. როგორც ცნობილია, დედა-შვილს ტყვია თავის არეში მოხვდა, დედა ადგილზე გარდაიცვალა, 22 წლის ბიჭი კი მარნეულის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
მკვლელობისთვის დაკავებულია მამა-შვილი. დანაშაულის იარაღები - სანადირო თოფები პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.