კახეთის გზატკეცილის მე-12 კმ-ის გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სავალ ნაწილზე, რომელიც დაახლოებით 1700 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ასფალტობეტონის ახალი საფარი ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს თვალამრიდების, ტროტუარების, სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა და დაზიანებული ნაწილების აღდგენა.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 328 000 ლარია, 2021 წლის იანვარში დასრულდება. მიმდინარე პროცესს დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გაეცნო.