19 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
საბურთალოს გარდა, ხმაურიანი აქციები თბილისის სხვადასხვა საოლქო კომისიის შენობებთან მიმდინარეობს

თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა საოლქო კომისიასთან ოპოზიცია ხმაურიან აქციებს მართავს. ხმაურია მუხიანში მე-10 საოლქო კომისიის შენობასთანაც. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას მხარდამჭერები იმყოფებიან,  ასევე, არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით ცესკოში დარეგისტრირებული დამკვირვებლები. 

საოლქო კომისიაში ახლა საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ხმები სამართლიანად იქნას განხილული. ადგილზე ცოტა ხნის წინ ინციდენტიც მოხდა. ტერიტორიიდან ერთი პირი პოლიციელებმა განარიდეს.

დღის ამბები